ნიკაპის ქვეშ ჩამოწელილი კანი ნამდვილად არაესთეტიკური დასანახია, ამიტომ ჩვენ გირჩევთ ღაბაბის მოსაშორებლად ეს რამდენმე ეფექტური ხერხი სცადოთ.
1. იმისთვის, რომ ღაბაბი მოიშოროთ უნდა ავარჯიშოთ ეს ადგილი, ამიტომ გირჩევთ, რომ საღეჭი რეზინი ღეჭოთ
2. კაკაოს კარაქი (ცხიმი) შეგიძლიათ რეგულარულად გამოიყენოთ. ოდნავ გაათბეთ მიკროტალღოვან ღუმელში და მისი დახმარებით ღაბაბზე მასაჟი გაიკეთეთ. ეს პროცედურა დღეში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ (დილით და საღამოს).
3. ხორბლის კვირტის ზეთი – მასში დიდი რაოდენობითაა E ვიტამინი. ძილის წინ ამ ზეთით დაიმუშავეთ ღაბაბის არე 10-15 წუთით. ეს ზეთი კანზე მთელი ღამის განმავლობაში უნდა დაიტოვოთ. პროცედურა იქამდე იტარეთ სანამ შედეგს არ ნახავთ.
4. 2 კვერცხის ცილას შეურიეთ 1 ს/კ რძე და ლიმონის წვენი. ნაზავი წაისვით ღაბაბზე, გაიჩერეთ 30 წუთით. შემდეგ ნელ-თბილი წყლით დაიბანეთ. პროცედურა დღეში ერთხელ ჩაიტარეთ.
5. 1 ს/კ გლიცერინს დაუმატეთ მარილი და პიტნის ზეთი. ბამბის ტამპონი დაასველეთ ამ ნაზავში და ღაბაბზე წაისვით.ამის შემდეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში 5-ჯერ ჩაიტარეთ.
აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის