ეს მალამო მაღაზიებიდან ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების შესანიშნავი ალტერნატივაა. პროდუქტის კომპონენტებმა დიდი ხანია აჩვენეს თავიანთი ეფექტურობა ღრმა ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაშიც კი. მალამოს მომზადება რთული არ იქნება,შედეგი კი ყველაზე მომთხოვნი ახალგაზრდა ქალბატონებსაც კი გააკვირვებს!

ჯადოსნური მალამო ნაოჭებისთვის

ინგრედიენტები:1/2 ახალი კვერცხის გული,2 ჩ.კ ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ზეითუნის ზეთი),1 ჩ.კ ზღვის მარილი,2 ჩ.კ გვირილის დეკორქცია,1/2 ჩ.კ თხევადი თაფლი,2 ჩ.კ კოსმეტიკური ვაზელინი.

მომზადების წესი:

1. ჯერ მოამზადეთ გვირილის ნაზავი. ამისთვის 1 ს.კ.  მშრალ ბალახს დაასხით 200 მლ წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 2-3 წუთი, შემოახვიეთ პირსახოცით,გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.

2. თაფლი შეურიეთ კარაქს, კვერცხის გულს და გვირილის ნახარშს.

3. ვაზელინი შეიზილეთ მარილით.

4. შეურიეთ ორივე ნარევი, კარგად ათქვიფეთ. პროდუქტი უნდა იყოს სქელი და ცხიმიანი. მალამო შეინახეთ მაცივარში.

წაისვით პროდუქტი სახისა და კისრის მიდამოზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით,შეზელვის გარეშე, 30 წუთის განმავლობაში. ნარჩენები ამოიღეთ მინერალურ წყალში დასველებული რბილი ქსოვილით. სანამ ტრანსფორმაციას დაიწყებთ, შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ალერგიული ინგრედიენტები: გვირილა, თაფლი და მარილი, რომლებიც მალამოს ნაწილია, სამწუხაროდ, შესაძლოა არ იყოს შესაფერისი მგრძნობიარე კანის მფლობელებისთვის.ჯანრთელობას გისურვებთ.

Facebook კომენტარები