სცადეთ და თავს მშვენივრად იგრძნობთ 100%-ით!
ბევრ ადამიანს აწუხებს ქრონიკული ყაბზობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და საჭმლის მომნელებელი სხვა პრობლემები. ეს იმიტომ ხდება, რომ მსხვილი ნაწლავი სათანადოდ არ აშორებს ნარჩენებს და არ უწყობს ხელს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორ ფუნქციონირებას.
არსებობს რამდენიმე სახალხო მკურნალობა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ტოქსინებისა და საჭმლის მომნელებელი პრობლემებით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად.
მსხვილი ნაწლავის გაწმენდა დაგეხმარებათ ტოქსინების გამოდევნაში და, რა თქმა უნდა,შეკრულობის მოხსნაში. საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდირებულია აირჩიოთ დღე, როცა სახლიდან გასვლა და დეტოქსიკაციის პროცესის გაკეთება არ დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
1/2 ჭიქა ცხელი გამოხდილი წყალი,1/4 ჩაის კოვზი ზღვის მარილი,1/2 ჭიქა ვაშლის წვენი,1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი,2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
ცხელ წყალს დაუმატეთ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი და ზღვის მარილი, კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ვაშლის წვენი, ჯანჯაფილი და ლიმონის წვენი.
რეკომენდებულია დილით უზმოზე, ლანჩის წინ და ვახშმის წინ თითო 1 ჭიქა.ასევე რეკომენდებულია ამ დღეს დღის განმავლობაში 6-8 ჭიქა თბილი წყლის დალევა.
მსხვილი ნაწლავის ამ ტიპის წმენდამ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემები, რადგან მასში შემავალი ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი და ჯანსაღია.
სიფრთხილე: ორსულ ქალებს, მძიმე ავადმყოფობის მქონე ადამიანებს ან რაიმე მედიკამენტის მიღებას არ არის რეკომენდებული ამ სასმელის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
თუ დიაბეტი გაქვთ, მაშინ ვაშლის წვენი შეცვალეთ წყლით ან ნებისმიერი სხვა წვენით,რომელიც შაქარს არ შეიცავს.
თუ ჰიპერტენზია გაწუხებთ, კომპოზიციიდან გამორიცხეთ ჯანჯაფილი, რადგან შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება.