აი რატომ უნდა გავიწმინდოთ სახე ვაშლის ძმრით! ეფექტური და იაფფასიანი მეთოდია!
ჩვენ გამუდმებით გვსურს ჩვენი სახე ლამაზი იყოს. ძვირადღირებული კოსმეტიკის ნაცვლად ჩვენ მარტივ ხერხს შემოგთავაზებთ. ეს ვაშლის ძმარია. ის თითქმის ყველას გვაქვს სახლში.
აი რატომ არის კარგი ვაშლის ძმარი სახის კანისთვის:
ვაშლის ძმარი შეიცავს ალფა ჰიდროქსის მჟავას, რომელიც არაჩვეულებრივად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს.
ასევე ამ მჟავას სისხლის ცირკულაციის გაზრდა შეუძლია პლუს აუმჯობესებს კანისთვის ჟანგბადის მიწოდებას. ეს კი მაშინ არის საჭირო, როცა კანის პიგმენტაცია იცვლება.
ვაშლის ძმარი კანს იცავს ჰაერის დაბინძურებისგან, ტემპერატურის ცვალებადობისა და აგრესიული ქიმიური ნივთიერებებისგან.
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივია ცხიმიანი კანისთვის.
ვაშლის ძარი იდეალურია კანის ინფექციებისა და ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. ის გამოდევნის ყველანაირ ტოქსინსა და ფორებს სისუფთავეს უნარჩუნებს.
ვაშლის ძმარი ვაშლის მჟავით არის მდიდარი, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანტივირუსული შესაძლებლობები. ეს ყველაფერი კი წარმატებით ებრძვის აკნეს.
ვაშლის ძმარი ლაქებისა და აკნეს წინააღმდეგ
დაგჭირდებათ:
- 1 ბამბის ბალიში
- 1 ს/კ ორგანული ვაშლის ძმარი
ჩაასველეთ ბამბის ბალიში ძმარში და დაიდეთ იმ ადგილას, სადაც ასაკისგან გამოწვეული ლაქები გაქვთ. ეს უნდა გაიმეორეთ ყოველღამე 5 დღის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ პროცედურამდე სახე სუფთა უნდა იყოს. პროცედურის შემდეგ კი, მომდევნო დილას, სახე ჩვეულებრივად დაიბანეთ.
აკნეს შემთხვევაში იგივე პროცედურას ატარებთ, ოღონდ იჩერებთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ნელთბილი წყლით იბანთ. ეს პროცესიც 5 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
შენიშვნა: აუცილებლად გამოიყენეთ ორგანილი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი.
თუ მსგავსი რამ ვერსად ვერ იპოვეთ, წყალში გააზავეთ ( ერთი ჭიქა ვაშლის ძმარი 3 ჭიქა წყალზე).
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.