ძველი ბერძნული რეცეპტი .ძლიერი საშუალება მაღალი წნევის წინააღმდეგ .

ამ საშუალების დახმარებით თქვენ გააძლიერებთ იმუნურ სისტემას, დაიკლებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და დაარეგულირებთ არტერიულ წნევას. ყველა ინგრედიენტი ძალიან სასარგებლო და ხელმისაწვდომია!

მკურნალობის ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ კურსი გრძელდება მხოლოდ 7 დღე.

ინგრედიენტები:

ჯანჯაფილი (დაჭრილი) – 200 გ;

ნიორი (გახეხილი) – 1 კბილი;

ვაშლის სიდრი ძმარი – 1 ს/კ;

თაფლი – 1 სუფრის კოვზი;

ლიმონის წვენი – 1 ს.კ

თქვენ უბრალოდ უნდა აურიოთ ყველა ინგრედიენტი და მიირთვათ 1 ჩ.კ. დღეში ორჯერ:დილით საუზმემდე და ლანჩის წინ. ნარევი შეინახეთ მაცივარში.

3 დღის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად და ჯანმრთელად იგრძნობთ.

“ჩვენ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლით შეგვიძლია ბევრის სიცოცხლე ვიხსნათ და გადავარჩინოთ. ჩემი აზრით აუცილებელია რომ სასარგებლო და მარტივი ხრიკები ვიცოდეთ,რაც ჯანმრთელობას გაგვიუმჯობესებს ან საერთოდ სიკვდილისგან გვიხსნის,ჯანმრთელობას და სულიერ მხნეობას გისურვებთ.”

აქვე განვიხილოთ თაფლის სასარგებლო თვისებები:

ანტიკური ხანის უდიდესი სწავლულები ამტკიცებდნენ, რომ ხანგრძლივ სიცოცხლეს თაფლს უნდა უმადლოდნენ.

თაფლი შეიცავს ყველა მინერალურ მარილს, A, C, H, PP ვიტამინებს, სხვადასხვა მჟავას, სწორედაც ორგანული მჟავები აძლევენ მას განუმეორებელ გემოს. შედგება 70-80%-ზე მეტი ნახშირწყლებისგან (უპირატესად, ფრუქტოზით).

მეცნიერთა აზრით, თაფლი აუმჯობესებს მეხსიერებას და ამშვიდებს ნერვებს, რაც დაკავშირებულია ანტიოქსიდანტებთან, რომლებსაც პროდუქტი შეიცავს. გარდა იმისა,რომ თაფლი კურნავს ჭრილობებსა და წყლულებს, წარმატებით იყენებენ ძვლებისა და კუჭის ვერაგი დაავადებების მკურნალობისთვის.

ამერიკელმა ოტოლარინგოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ თაფლს შეუძლია ეფექტურად შეებრძოლოს ქრონიკული სურდოს გამომწვევ ბაქტერიებს. ბულგარელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ჰიპერტონიით დაავადებულებს თაფლისა და ყვავილის მტვრით მკურნალობისას უუმჯობესდებოდათ მდგომარეობა.

მეფუტკრეები ამბობენ, რომ არსებობს თაფლის 50 სახეობაზე მეტი. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

ცაცხვის თაფლი ძალიან სურნელოვანია, გამჭვირვალე და ყველაზე პოპულარული.შველის გაცივებას, ოფლმდენია, სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, შველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებას, ნევროზს, უძილობას.რეკომენდებულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

აკაციის თაფლი გემოთი და სამკურნალო თვისებებით ცაცხვისას არ ჩამორჩება.განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის და შარდსასქესო სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

წიწიბურის თაფლი რეკომენდებულია ანემიის, ავიტამინოზისა და დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ძიძოს, სამყურას,თავშავას,ქინძის, პიტნის, მზესუმზირის, ბაბუაწვერას თაფლი და სხვ.

მთავარია, თაფლი ისე გამოვიყენოთ, რომ არ დაიკარგოს მასში შემავალი ვიტამინები,მინერალები და მჟავები.

 

Facebook კომენტარები